„ევროპული საქართველო’’ მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში მისვლას 26 თებერვალს სთავაზობს

„ევროპული საქართველოს’’ მოთხოვნით საკომიტეტო ფორმატში მოდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ამ სხდომაზევე ვთავაზობთ მოსვლას მამუკა ხაზარაძეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს კომიტეტის სხდომაზე მისვლა შესთავაზა.

„პარლამენტში, 26 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მობრძანდება. ჩვენ ვთავაზობთ ‘’თიბისი ბანკის’’ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, მოვიდეს ამ სხდომაზე და სამშაბათს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად კომიტეტის ფორმატში ღიად და საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით და საზოგადოებისთვის გასაგებად, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება „თიბისი ბანკის“ ირგვლივ, რა პროცესს აქვს ადგილი, ვინ არის დაინტერესებული და რაც მთავარია, რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებასა და მომავალზე“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი ვალდებულია, ჩაერთოს აღნიშნულ თემაში.

„ეს არის მაღალი საზოგადოების ინტერესის თემა, ამიტომ პარლამენტი ვალდებულია, ამ თემაში ჩაერთოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ხდება იმ ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ანაბრები, სახელფასო ანგარიშები და ზოგადად, ფინანსური სტაბულურობა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა