ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანში მცხოვრები პედაგოგი შვილებთან ერთად საკუთარ სახლში დაბრუნებას 40 დღეა ვერ ახერხებს

ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანში მცხოვრები პედაგოგი ლია ქორთიაშვილი შვილებთან ერთად საკუთარ სახლში, დაბრუნებას უკვე 40 დღეა ვერ ახერხებს.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ახალი წლის დღესასწაულებზე, სასკოლო არდადეგების დროს, დედამ და შვილებმა ოკუპირებული დაბა დატოვეს და გორში ნათესავებს ესტუმრნენ, თუმცა, ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, შინ დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.

,,არაოფიციალური წყაროებით ვიღებთ სხვადასხვა ინფორმაციას, ოფიციალურად ჯერ არ ვიცით, როდის შევძლებთ შინ დაბრუნებას, თუმცა, იმედი გვაქვს, ეს მალე იქნება. მანამდე კი, დროებით, ბავშვები გორის სკოლაში დადიან“, - ამბობს ლია ქორთიაშვილი. 13 და 14 წლის და-ძმა გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გაკვეთილებს თავისუფალი მსმენელის სტატუსით ესწრება.

„იმ შემთხვევაში კი, თუ ხელოვნულად შექმნილი ბარიერებით გამოწვეული შეზღუდვები გახანგრძლივდება, რესურსცენტრი, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ მოსწავლეებმა სრულყოფილად შეძლონ განათლების მიღება და მიმდინარე სასწავლო წელი გაცდენილად არ ჩაეთვალოთ“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?