ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოკითხეს ინციდენტში მონაწილე პირები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ეგვიპტის მოქალაქე ვაგდია ელკორაე, რომლის მამაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობს, დაცვის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ მამამისს ექიმები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და ამის გამო ჩივილს აპირებდა, რასაც მოჰყვა მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გავრცელებულ ინფორმაციას არ ეთანხმებიან. მათი თქმით, პაციენტის შვილი აგრესიული იყო.

კლინიკის წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ