სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გერმანიაში შეხვედრებზე, რომლებიც ბელვიუს სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპის გულში გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს.

მისივე თქმით, გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

იხილეთ ვიდეო:

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს