გიორგი მშვენიერაძე - თუკი „კლანი“ არ წავიდა სასამართლოდან, არც ერთ კანონს და ინიციატივას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ USAID-ის მისიის ხელმძღვანელს პიტერ ვილბერს ხვდება.

შეხვედრა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით იმართება და მედიისთვის დახურულია. შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას სასამართლო სისტემაში სიტუაციის გასაჯანსაღებლად, რომელსაც USAID-ის წარმოადგენელებს გააცნობენ.

„პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას სახელმწიფოში, ეს არის ის, რომ კლანი წავიდეს სასამართლო ხელისუფლებიდან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც მხარი დაუჭირეს ბატონი მურუსიძის მოსამართლეობის, ისინი არიან ცალსახად კლანის წარმომადგენლები და უნდა დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა. ასევე, მეორე, აუცილებელია დაიხვეწოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები. ამ კრიტერიუმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მომზადებული 19- გვერდიანი დოკუმენტი რამდენიმე კვირის წინ გავუგზავნეთ საქართველოს პარლამენტს. ვფიქრობ, ამ დოკუმენტში ასახული პრინციპები არის სწორედ ის, რასაც უნდა შეესაბამებოდეს უკვე ინიცირებული ან მომზადებული კანონპროექტი. შესაბამისად, ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით როგორც მიმდინარე პროცესებს და ასევე ცალსახად ვთვლით, რომ თუკი „კლანი“ არ წავიდა სასამართლოდან, არც ერთ კანონს, არც ერთ ინიციატივას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს პოზიცია გვინდა დღეს კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, USAID-ის წარმომადგენლებს, რადგან ისინი მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის და მათაც კარგად ესმით ის გულისტკივილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ამასთან, თავის მხრივ USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვილბერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ იმ წუხილების, რეკომენდაციებისა და იმ შეფასებების შესახებ, რაც არასამთავრობოებს აქვთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა