სოსო ჯაჭვლიანი - ადამიანი რომ ქურდობას დაგაბრალებს, ფაქტებიც უნდა წარმოადგინოს - ერეკლე გურჩიანს შეიძლება კუბდარი მოვპარო, რადგან ძალიან მიყვარს

მე შეიძლება ერეკლე გურჩიანს მოვპარო კუბდარი, მიყვარს ძალიან, - ასე გამოეხმაურა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ერეკლე გურჩიანის განცხადებას, პარაოლიმპიელთა სავარჯიშო დარბაზიდან მისი კუთვნილი ინვენტარის მოპარვასთან დაკავშირებით.

ჯაჭვლიანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ფედერაციაში ის რამდენიმე თვეა არ ყოფილა და გურჩიანს ფაქტების გასაჯაროვებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში დავის დაწყებასაც გეგმავს.

„როდესაც ბრალდებას აყენებ, უნდა წარმოადგინო ფაქტები და ილაპარაკო ფაქტებით. ბატონი გურჩიანი ლაპარაკობს, რომ იქ არის კამერებიო, რომლებმაც ეს დააფიქსირაო. აუცილებლად უნდა წარმოადგინოს, თორემ მე ვუჩივლებ. თურმე ჩვენ გაგვიტეხია, აგვინგრევია და გაგვიტანია რაღაცა. მე დღეს ვიგებ ამას. მირეკავენ, რომ თურმე ასეთი რამ მომხდარა, მე ვურეკავ ჩემს მწვრთნელებს, სპორტსმენებს და ვეუბნები, რაშია საქმე, რა ხდება? მიპასუხეს, არაფერიო, ერთი ოთახიდან მეორეში გადავიტანეთ ტრენაჟორებიო. თუ ეს დანაშაულია, მაშინ დავსაჯოთ.

მე მსოფლიო ჩემპიონატის მერე არ ვყოფილვარ დარბაზში. თუ რამე საკითხი მაქვს გადასაწყვეტი, ამ ოთახში ვიწვევ მწვრთნელებს, სპორტსმენებს და აქ ველაპარაკები. ადამიანი რომ დაგაბრალებს ქურდობას, ეს ასე არ უნდა დარჩეს. წარმოადგინოს ფაქტები“, - აცხადებს ჯაჭვლიანი.

ყოფილი დეპუტატი გურჩიანს კონტრბრალდებებსაც უყენებს და საბუთების გაყალბებაშიც ადანაშაულებს.

„2010 წელს ფედერაციაში გააყალბა საბუთები და მიითვისა ფედერაცია, ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული. შვიდ წლამდე ისჯებოდა. ჩვენ ხომ ჰუმანურები ვართ, მივიღეთ ამნისტია და გათავისუფლდა. თუ დანაშაულზეა ლაპარაკი, მითქვია ოდესმე?- განაცხადა ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ, მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ერეკლე გურჩიანის განცხადებით, პარაოლიმპიელთა სავარჯიშო დარბაზიდან მისი კუთვნილი ინვენტარი ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა კარის გატეხვის შედეგად უნებართვოდ გაიტანა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა