ანონსი 21 თებერვალი

21 თებერვალს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტი და აუდიტორული კომპანია Nexia TA ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

მის.: პაატა სააკაძის ქ. #1 კავკასიის უნივერსიტეტი

საკონტაქტო პირი მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

21 თებერვალს, 10:30 საათზე, „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ დირექტორი, თბილისის გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საათობრივი პარკირება თბილისში, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ ჯერ კიდევ დავით ნარმანიას შესთავაზა - რას ითვალისწინებს პარკინგის ახალი სისტემა და ფასები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

21 თებერვალს, 11:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მშენებარე სასტუმრო Pullman-ს დაათვალიერებს, რომელიც AXIS TOWERS-ში განთავსდება.

მის: ჭავჭავაძის გამზირი, AXIS TOWERS-ში, აბულაძის ქუჩის მხრიდან

21 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ჭიჭინაძის პოლიტიკური გეგმები - აპირებს, თუ არა დეპუტატი გუნდის ჩამოყალიბებას.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

21 თებერვალს, 11:00 საათზე, ,,პირველი რადიოს” პრესკლუბში მალხაზ მაჩალიკაშვილი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: დეპუტატების პასუხი 150 წერილზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

მის.: კოსტავას ქ. #75ბ

საკონტაქტო ტელ.: 591051601

21 თებერვალს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

21 თებერვალს, 11:30 საათზე, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ქართული მარში” გეი-მარშის წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს - კონკრეტული გეგმები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

21 თებერვალს, 11:45 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიებს პირველად გადასცემენ.

მის.: ინგოროყვას ქ. #7, მთავრობის ადმინისტრაცია

საკონტაქტო პირი თაკო მათეშვილი - 598 15 65 73

21 თებერვალს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

21 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი), ფონდისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება - მრგვალი მაგიდა „უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების როლი“. ღონისძიებას გახსნის რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი და საქართველოში უკრაინის ელჩი იჰორ დოლჰოვი.

მის.: შიო ჩიტაძის ქ. #3ა (შესასვლელი იტალიის საელჩოს ეზოდან)

საკონტაქტო პირი მერი ბინიაშვილი - 599 17 00 13

21 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ გაიმართება პროექტის „UP-start” პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი ანა რიაბოშენკო და ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამების მენჯერი მაია დარჩია გაუძღვებიან.

21 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

პარლამენტის სასახლის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული)

21 თებერვალს, 18:30 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო პირი მინდია ესაძე - 599-97-43-33

21 თებერვალს, 19:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება „თიბისის“ მობაილბანკის ახალი, ინოვაციური ფუნქციის - ხმოვანი ასისტენტის პრეზენტაცია.

საკონტაქტო პირი ქეთი - 598930017

21 თებერვალს, 20:30 საათზე, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

საკონტაქტო პირი მინდია ესაძე - 599-97-43-33

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა