ლევან იზორია - ტყუილია, თითქოს, თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების კვებითი და სანივთე პროდუქტებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ლევან იზორიამ გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯერ გამოაცხადა და შემდგომ კი, კორუფციული მიზნებით, ჩაშალა ტენდერი, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტყუილია, თითქოს, თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა. მარტო ის ფაქტი, რომ ტენდერი თავდაცვის სამინისტროს არ ჩაუტარებია, აქარწყლებს ყველანაირ ეჭვს, რომელიც ყველაზე მტკივნეულ და ჩემთვის ყველაზე მთავარ თემას - კორუფციას უკავშირდება. გთხოვთ, რომ მსგავს თემებს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. რაც შეეხება პროცედურას, როდესაც გარკვეული პროდუქციის შესყიდვის დროს ტენდერი ჩაიშლება, უწყვეტი მომარაგების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაგრძელდეს ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელთანაც ძველი ტენდერის საფუძველზე გაფორმებული იყო ხელშეკრულება. სწორედ ძველი ტენდერის პირობებით, ჩვენ გავაგრძელეთ ხელშეკულება, ვიდრე ტენდერში ახალი კომპანია არ გამოვლინდება, იმ სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომელსაც უკვე კონსოლიდირებული ტენდერი ითვალისწინებს, რომლესაც კიდევ ერთხელ ვამბობ თავდაცვის სამინისტრო არ უკეთებს ორგანიზებას“,- განმარტა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების სანივთე პროდუქტების მომარაგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით თავდაცვის ძალები სანივთე პროდუქტებით 100 პროცენდით მარაგდება.

„ჟურნალისტების თანამონაწილეობით საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ ამ შემთხვევაშიც გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია. მინდა გითხრათ სიამაყით, სხვა წლებისგან განსხვავებით, ჩვენ სანივთე პროდუქტების, მათ შორის, ფორებისა და ბათინკების 100 პროცენტიანი მარაგი გვაქვს. მეტსაც გეტყვით, თუ ამ დრომდე ჯარისკაცების მომარაგება ხდებოდა წელიწადში ერთხელ, ახლა, თავდაცვის ძალებს სანივთე ქონებით, ორ წელიწადში სამჯერ ვამარაგებთ. რაც შეეხება ბათინკებს, რომელიც ახალი ტენდერის პირობებშია შეძენილი, მათი ხარისხი ნატოს სტანდარტებს შეესაბამება“, -განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო