შვედეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტები ცხინვალში იმყოფებოდნენ

შვედეთის საზოგადოებრივი ტელევიზია ოკუპირებული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ გადაცემას მოამზადებს. სამდღიანი ვიზიტით შვედეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის „STV“-ს კორესპონდენტები ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, გადასაღები პროექტის ფარგლებში, მათ ბლიც-ინტერვიუ ჩაწერეს დეფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან. ჟურნალისტების ინტერესს წარმოადგენდა, თუ როგორ ვითარდება „რესპუბლიკა“ და როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი.

სამი დღის განმავლობაში შვედეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტები სტუდენტებს, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებსა და ხორცკომბინატის თანამშრომლებს შეხვდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა