თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში სტუმრობით დაიწყებს და კოლეგა დავით ტონოიანს შეხვდება.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრები სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს