ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი - აპრილში მოძმე სირიიდან  სტუმრებს ველოდებით

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აპრილში სირიის რეჟიმის სამთავრობო დელეგაციის ე.წ. ვიზიტს ელოდება.

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„აპრილში ველოდებით სტუმრებს მოძმე სირიიდან. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე განვიხილავთ ერთობლივ ორმხრივ პროექტებს და ასევე ვმუშაობთ სამხრეთ ოსეთის საელჩოს დამასკოში გახსნის საკითხზე“, - განაცხადა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29 მაისს ბაშარ ასადის რეჟიმმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს