თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გააცნო

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანულ ორგანიზაციაში British Expertise International ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისა და ინვესტორებისთვის საქართველოს ღია ეკონომიკის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„საქართველო საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ აღიარებული ლიდერია რეგიონში ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემოს კუთხით. ინვესტორებს პროექტების განხორციელების ფართო შესაძლებლობები ეძლევათ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ტურიზმის სფეროებში“, - აღნიშნა პრეზენტაციის მსვლელობისას თამარ ბერუჩაშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა გაერთიანებულ სამეფოში ქართული ღვინის იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების Taste of Georgia, Gvino UK, GInVino და Georgian Wine Club – London „” მიერ წარმოდგენილი ღვინოები დააგემოვნეს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რასაც უკანასკნელ წლებში ექსპორტის მაჩვენებლების უპრეცედენტო ზრდა მოწმობს (2018 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 33%-ით გაიზარდა).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა