43-ე ბატალიონმა ავღანეთში გადასროლისწინა შუალედური წვრთნები დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“, ავღანეთში გადასროლისწინა შუალედური წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველმა სამხედროებმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად დაშავებულის ევაკუაციის, მოტორიზებული პატრულირების, კონტაქტზე რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ამოცანები შეასრულეს. ინსტრუქტორების შეფასებით ქართულმა ქვედანაყოფმა დაკისრებული დავალება წარმატებით შეასრულა.

„გადასროლისწინა წვრთნების ფარგლებში, 43-ე ბატალიონის სამხედროები დასკვნით სწავლებას გერმანიაში გაივლიან, შემდეგ კი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.

საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს