ანონსი 22 თებერვალი

ანონსი  22 თებერვალი

22 თებერვალს, 10:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიციის ცენტრალურ შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

22 თებერვალს, 10:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, საქართველოს საპატრიარქო შეხვედრას გამართავს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

თემა: „აბორტი - პრობლემები და თანამედროვე მიდგომები“.

საკონტაქტო პირი ლექსო ჯიქია - 577 40 61 70

22 თებერვალს, 10:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინსა და სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ფრანსუა პეშოს შეხვდება.

საქართველოს პარლამენტი, C კორპუსი, ოთახი # 515

22 თებერვალს, 10:00 საათზე, „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების ფორუმს გამართავს.

მის.: რუსთაველის გამზ. #27, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობა

საკონტაქტო პირი თამთა ყიფიანი - 598444936

22 თებერვალს, 10:30 საათზე, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტის გახსნაზე სიტყვით გამოვა.

მის.: ახმეტა, ჭანტურიას ქ. #1, ახმეტის მუნიციპალური კულტურის სახლი

22 თებერვალს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

22 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ე.წ. „წყვილების აღმრიცხავი ცენტრის“ დირექტორი ნუკი შალამბერიძე და ცენტრის შექმნის ინიციატორი, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის“ საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

22 თებერვალს, 11:00 საათზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი.

ტელ: მარიამ ცაიშვილი 599 55 02 40; თამარ მანჯავიძე 595 22 65 05; თამარ კირვალიძე 593 13 24 08

22 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი

22 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, 10 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსების შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

მის.: წერეთლის გამზ. №144

საკონტაქტო პირი ნინო ტალახაძე - 595 05 36 05

22 თებერვალს, 14:00 საათზე, ნაზი ჯანეზაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა არამოსამართლე წევრების გაწვევის შესახებ.

მის. ბოჭორმის ქ. 12

22 თებერვალს, 14:30 საათზე, „მწერალთა სახლში“ გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია გაიმართება.

თემა: „საქართველოს გასაბჭოება - რა დავკარგეთ და რა მივიღეთ“.

22 თებერვალს, 16:00 საათზე, ქარელის რაიონის სოფელი ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ა/ო - „ახალგაზრდა თაობა“ გამართავს ღონისძიებას „არა ოკუპაციას - Ні Окупації“, რომელიც ეძღვნება 2013-2014 წლის უკრაინის მაიდნის დროს დაღუპულ გმირთა (НЕБЕСНАЯ СОТНЯ) ხსოვნას, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვიდან 1 წლისთავს და მის ხსოვნას.

საკონტაქტო პირი დავით დონერიანი - 577 30 05 65

22 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტში EMC და მალხაზ მაჩალიკაშვილი "ევროპულ საქართველოსთან" გამართავენ შეხვედრას, სადაც განიხილავენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზებს, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსა და საპარლამენტო კონტროლის სხვა შესაძლებლობებს.

საკონტაქტო პირი სალომე აჩბა - 593 73 75 03

22 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

პარლამენტის სასახლის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული)

22 თებერვალს, 19:00 საათზე, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

ტექნოპარკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო

22 თებერვალს, 19:00 საათზე, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ირაკლი კუპრაძე - 595 08 45 33