პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა.

რეზოლუციის პროექტს 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის 17 წევრი წავიდა და ამ შედეგით პროექტი ჩავარდა.

აღნიშნული რეზოლუცია პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს განიხილა, თუმცა კენჭისყრაზე დღევანდელი სესიის ბოლოს დადგა. როგორც კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობა რეზოლუციის პათოსს ეთანხმება და იზიარებს, რომ წინა ხელისუფლება დანაშაულებრივ რეჟიმს წარმოადგენდა, თუმცა იმის გამო, რომ დოკუმენტის მიმართ არსებობს სამართლებრივი შენიშვნები, მხარს ვერ დაუჭერენ. „თუკი პროექტი ამ ნაწილში გადაიხედება, მზად ვართ ასეთი რეზოლუციის მიღებაზე ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ბოკერია-სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სტატუსი უნდა მინიჭებოდა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა