გია ვოლსკი - იქნება ძალიან დიდი ხმაური, მაგრამ არ მინდა, რომ საზოგადოებასაც გადაედოს დაპირისპირების ეს პათოსი

მოსამართლეების თემაზე იქნება ძალიან დიდი ხმაური, მაგრამ არ მინდა, რომ საზოგადოებასაც გადაედოს დაპირისპირების ეს პათოსი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 9 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდნას. ვოლსკის თქმით, დაძაბულობა გაცილებით უფრო მძიმე და მკვეთრია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

„ამასთან დაკავშირებით იქნება ძალიან დიდი ხმაური, მაგრამ არ მინდა, რომ საზოგადოებასაც გადაედოს დაპირისპირების ეს პათოსი. პირველი საკითხი, რაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, როგორც მოსამართლეებთან, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასებასთან დაკავშირებით, პოზიცია, პათოსი, დამოკიდებულება, განწყობა არ განსხვავდება. გაცილებით უფრო სერიოზული რეზოლუცია გვაქვს მიღებული მე-8 მოწვევის პარლამენტში, ვიდრე დღეს იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება უვადო დანიშვნებს, რასაკვირველია, თემა და განწყობა ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში, მაგრამ არ შეიძლება ისეთი კანონი იქნას მიღებული, რომელიც საკონსტიტუციო ნორმას არ შეესაბამება. აქედან გამომდინარეობს ვითარების სირთულე. ეს არის ინდიკატორი და აჩვენებს, რომ დაძაბულობა გაცილებით უფრო მძიმე და მკვეთრია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება გეჩვენოს. არ შეიძლება, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ეს კანონპროექტი შემოგვთავაზეს, არ იცოდნენ მისი შეუსაბამობის შესახებ კონსტიტუციასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ეს მაინც პოლიტიკური დემარშია და დაპირისპირების ხარისხიც სწორედ აქედან გამომდინარეობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა