თამარ ჩუგოშვილი - საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში არ არის ტრაგედია, პირიქით, ეს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია

საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში არ არის ტრაგედია, პირიქით საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

„საკონსტიტუციო უმრავლესობას მე, პირადად სულ არ გამოვეტირები, სულ არ მგონია სწორი და კარგი რამ. რაც შეეხება იმ დაძაბულობას, რომელიც დეკემბრის ბოლოდან განვითარდა, რომლის კულმინაციაც ალბათ, გუშინ იყო სხდომაზე, ვისურვებდი, მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის. ამისთვის ალბათ ორივე მხარის მხრიდან მზაობა არის საჭირო", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა ეკა ბესელიას მიერ პარტიის დატოვებას და განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ფაქტია.

ამასთან, მისი თქმით, ეკა ბესელიას მიერ პარტიის შექმნა პოლიტიკურ პროცესების გაჯანსაღებისთვის სასარგებლო იქნება.

„თუ ეკა ბესელია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კარგია. მე მგონი, ძლიერი პოლიტიკური ძალები და პარტიები და განსაკუთრებით ოპოზიციური, ჩვენს ქვეყანას აკლია. ეკა ძალიან ძლიერი და გამოცდილი ადამიანია და შესაბამისად, ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

115-კაციანი უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, "ქართული ოცნება" პარლამენტში 3/4-იან საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს.

დეპუტატების - ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ, უმრავლესობიდან გასვლაზე განცხადების გაკეთებისთვის გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი ემზადებიან. მათი გასვლის შედეგად, ქართულ ოცნებაში 111 დეპუტატი დარჩება, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ამასთან, ახალი კონსტიტუციით, მოქმედებს საკონსტიტუციო ცვილებების მიღების მეორე წესი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ხმათა 2/3-ის უმრავლესობით განხორციელდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ის მას შემდეგ ამოქმედდება, თუ მომდევნო მოწვევის პარლმენტი მხარს დაუჭერს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა