ეკა ბესელია - მე მქონდა ივანიშვილის მხარდაჭერა - მქონდა დარჩენის შემოთავაზება და თხოვნაც

მე მქონდა ივანიშვილის მხარდაჭერა. მქონდა დარჩენის შემოთავაზება და თხოვნაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ სთხოვა მას პარტიაში დარჩენა, ბესელიამ უპასუხა, რომ მან, ვისაც შეეძლო, რომ ეთხოვა.

„მე მქონდა ივანიშვილის მხარდაჭერა. მე მქონდა დარჩენის შემოთავაზება. მქონდა არჩევანი, მაგრამ არ ვიტყვი რა იყო ეს არჩევანი. მქონდა დარჩენის თხოვნაც, მაგრამ მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე. ვერავინ გამიშვებდა იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც მეც დავაფუძნე. არ ვარ 2016 წელს გზად მომავალი ადამიანი, რომელიც გარემოებების გამო აღმოჩნდა ამ შენობაში და ამ პოლიტიკური პარტიის ქვეშ," -განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა