დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, აუცილებლად დაისაჯონ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები და მომავალში ვეღარავინ გაბედოს მშვიდობიანი მოსახლეობის წამება

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს. პარტიის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და იმ გეგმებზე ისაუბრეს, რაც უნდა გაკეთდეს რათა მკვლელები დაისაჯონ.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს არჩილ ტატუნაშვილის გმირობის წინაშე. დღეს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს. დღემდე მკვლელები არიან დაუსჯელი. ამ ერთი წლის განმავლობაში „ევროპული საქართველოს“ ძალისხმევით მიღებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უკვე გახდა საერთაშორისო დოკუმენტი. მას უკვე მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა, ევროსაბჭომ, შეერთებულმა შტატებმა. ჩვენი ამოცანა იქნება გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ აუცილებლად დაისაჯონ მკვლელები და მომავალში ვეღარავინ გაბედოს მშვიდობიანი მოსახლეობის მოტაცება, წამება და მკვლელობა. ეს იქნება ყველაზე დიდი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩილ ტატუნაშვილის და სხვა გმირების ხსოვნის საპატივსაცემოდ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა