გიორგი ახვლედიანი - ეკა ბესელიას უნდა ეთქვა, რომ  ბიძინა ივანიშვილს ემიჯნება

უმრავლესობიდან და მმართველი პარტიიდან წამოსვლა არ ნიშნავს რომ ეკა ბესელია ემიჯნება ბიძინა ივანიშვილს, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.

იგი პარალელს ავლებს წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის და „ერთნაირ დასასრულს“ ხედავს.

„ხელისუფლების ცვლილება იწყება ხელისუფლების რღვევით, შიდა დაპირისპირებით. ასე მოხდა წინა ხელისუფლების შემთხვევაში და იგივე ხდება ახლაც. „ქართულ ოცნებას" არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება მოუსმინოს ხალხს და იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებით. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყანა ითხოვს სამართლიან სასამართლოს, ,,ოცნება" მაინც ჩინჩალაძეს და მურუსიძეს გვთავაზობს, როდესაც სრულიად ოპოზიცია პროპორციულ არჩევნევს ითხოვს, ხელისუფლება ისევ მაჟორიტარულ სისტემას გვთავაზობს“, - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

ახვლედიანი ეკა ბესელიას მართველი პარტიიდან და უმრავლესობიდან წამოსვლას ეჭვით უყურებს და ამბობს, რომ ეს არ არის გამიჯვნა ბიძინა ივანიშვილისგან.

ეკა ბესელია აცხადებს, ცუდს ვერაფერს მათქმევინებთ ბიძინა ივანიშვილზეო. თუ მას ჰგონია, რომ ქვეყნის პრობლემა მხოლოდ კობახიძე-მდინარაძეა, ძალიან ცდება. ეკა ბესელიას უნდა ეთქვა, რომ ემიჯნება ბიძინა ივანიშვილს", - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დღეს დატოვა ოფიციალურად და განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი