ანრი ოხანაშვილი - უზრუნველყოფილი იქნება ამერიკული მოდელი, რაც ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად და ხანგრძლივად ვუსმენთ თითოეულ კანდიდატს

ამერიკული მოდელი, რაც ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად და ხანგრძლივად ვუსმენთ თითოეულ კანდიდატს, ეს იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას საზოგადოებას პროცესის მონიტორინგი შეეძლება.

"ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპით, რომელიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას. შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა იყოს ღია პროცესი, განცხადებების წარდგენიდან, განცხადებების გამოქვეყნებით და საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით გაგრძელებული, უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი. საზოგადოებას შეეძლება, ღიად დააკვირდეს ამ პროცესს. ანუ საზოგადოების მონიტორინგი იქნება უზრუნველყოფილი. შემდგომ, როდესაც კანდიდატების სია შემოვა საქართველოს პარლამენტში, ჩვენც უზრუნველვყოფთ გამჭვირვალე პროცესს. სამი პრინციპია: გამჭვირვალობა, ღიაობა და ხანგრძლივი პროცესი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ინდივიდუალურად შევისწავლით თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიას და ინდივიდუალურად მოვუსმენთ თითოეულ მათგანს. ამერიკული მოდელი, რაც ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად და ხანგრძლივად ვუსმენთ თითოეულ კანდიდატს, იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

იგი გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ შემუშავებულ კანონპროექტში უცვლელი რჩება დებულება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის საბჭოს 2/3-ს ისევ შეეძლება კანდიდატთა ნომინირება. ოხანაშვილის თქმით, ეს კონსტიტუციაში წერია და ვერ შეიცვლება.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა,სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს