ეკა ბესელია - საზოგადოებას „თიბისი ბანკის“ საქმის გარშემო კითხვები აქვს და ეს კითხვები უნდა მოიხსნას

საზოგადოებას „თიბისი ბანკის“ საქმის გარშემო კითხვები აქვს და ეს კითხვები უნდა მოიხსნას, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„მაინტერესებს რა მოხდა, რა სამართლებრივი პრობლემაა, რომელიც შეიძლება ჩვენს ფორმატში იყოს მოწოდებული. რა ხდებოდა, ამ ინფორმაციის გამჟღავნების და გამოძიების დაწყების შემდეგ და დაწყებიდან ამ დრომდე, ვიდრე ის განცხადებებს გააკეთებდა. მე არ ვიცნობ ამ საქმის დეტალებს და არ ვიცი გარემოებები, ამიტომ ვერ ვაძლევ თავს შეფასების უფლებას. საზოგადეობაში რადგან ეს კითხვები გაჩნდა, ძალიან მაღალი სტანდარტი უნდა მტკიცების, რომ ყველა კითხვა მოვხსნათ, ხომ არ არის რამე ტიპის მიკერძოება. ვისურვებ, ასეთი კითხვები არ დარჩეს“, - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა