ლერი ხაბელოვი - გეგა გეგეშიძის გადადგომის საკითხზე არ გვიმსჯელია - ზურაბ დათუნაშვილმა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა

გეგა გეგეშიძის გადადგომის შესახებ არ გვიმსჯელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა განუცხადა. მისივე თქმით, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა.

“ზურაბ დათუნაშვილი ჩვენი ლიცენზიანტი სპორტსმენია და იღებს ჩვენს სტიპენდიას. გვინდა, რომ მოიპოვოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. იგივე მოსაზრება ჰქონდა პრეზიდიუმს, მაგრამ ამ შეთავაზებაზე მან უარი თქვა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის სახელით უნდა გამოსვლა. ამაზე ვიმსჯელებთ და შემდეგ მოგახსენებთ. ამ წონით კატეგორიაში ჩვენ გვყავს ევროპისა და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი და გამოვა, რომ ზურა დათუნაშვილი ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება, რასაც მე მხარს ვერ დავუჭერ. გეგა გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უნდა მომეთმინაო. რაც შეეხება გადადგომას, ეს საკითხი საქალაქო სასამართლოშია და ამიტომ ამაზე არ გვიმსჯელია”, - განაცხადა ხაბელოვმა.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში დღეს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იყო.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა