სტუდენტებმა იუნკრების ბრძოლა, გასაბჭოება  და შალვა ერისთავის უცნობი ისტორიები გაიხსენეს

გასაბჭოების 98 წლისთავთან დაკავშირებით სტუდენტებმა იუნკრების ბრძოლა, გასაბჭოება და შალვა ერისთავის უცნობი ისტორიები გაიხსენეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ელენე ხოშტარიას ორგანიზებით სტუდენტები შალვა ერისთავის საფლავთან შეიკრიბნენ. „გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი იუნკერის, შალვა ერისთავის ისტორია გაგვეხსენებინა, რომელმაც თავი შესწირა საბჭოთა ოკუპაციას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მიგვეცა ტრიბუნა სტუდენტებისთვის, რომლებიც იკვლევენ, სიღრმისეულად იციან ეს პერიოდი, არიან თავისუფალი რაღაც მითებისგან და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, აქ მოკლე ხანში, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო იმ კონკრეტული ფაქტების, კონტექსტის გახსენება, რაც იმ პერიოდში ხდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი ჩვენ უბრალოდ არა სადღეგრძელოებში, არამედ რეალურად ვიცოდეთ, გვახსოვდეს, ქალაქში ჩანდეს და აქ, შალვა ერისთავის საფლავთან ნიშანიც არ არის, თუ რა საფლავია ეს და ბევრია მონაკვეთი ჩვენს ქალაქში, სადაც საერთოდ არ აღინიშნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია: რეპრესიების, იგივე ჩეკას შენობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ისტორიებს ვიცნობდეთ თავად და ასევე გავაცნოთ ამ ქალაქის სტუმრებს ვინც ჩამოდიან“, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა