ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია განხორციელდება

სურამში, ლესია უკრაინკას ბიუსტის ყვავილებით შემკობის ცერემონია ხვალ გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილე იური რიბაჩუკი, საქართველოში უკრაინის ელჩი იჰორ დოლჰოვი და ადგილობირვი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, სურამში, უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს.

მემორიალური სახლის აღდგენისა და სამუზეუმო მოწყობის ინიციატივა საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იჰორ დოლჰოვს ეკუთვნის, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

„2019 წელს, სააგენტოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ფიზიკურ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. რეაბილიტაციის პროცესი სახლ-მუზეუმის შენობის კონსტრუქციულ გამაგრებასთან და მისი ინტერიერის მოწყობასთან ერთად, ეზოს გალავნის გამაგრებასაც ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურულად მოეწყობა სახლ-მუზეუმის ეზოც. სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რაც სამშენებლო მოედნის მოწყობასა და სამუზეუმო ექსპონატების დაცულ სივრცეში გადატანაში გამოიხატება. სარეაბილიტაციო პროექტი სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეუმოგრაფიასაც მოიცავს, რაც სამომავლოდ კულტურულ სივრცეს მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო 2019 წლის გაზაფხულისთვის დაასრულებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით კი სარეაბილიტაციო პროცესი ზაფხულში დაიწყება და 2020 წლის ბოლომდე გასტანს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა