საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - არსებობს წინაპირობა Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის

სარეიტინგო პროგრესს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს და მათ შორისაა მასშტაბური საგზაო პროექტები, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ საერთაშორისო კომპანია Fitch -ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების შეფასებისას განაცხადა.

„სარეიტინგო პროგრესს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს და მათ შორისაა მასშტაბური საგზაო პროექტები. მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 2 მლრდ ლარამდე კონტრაქტები გაფორმდა, რამაც შესაბამისი დადებითი გავლენა იქონია, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი 10 მლრდ ლარამდე თანხა გამოიყოფა. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნების განვითარება. 2022-2023 წლებისათვის, ეტაპობრივად, მთელი რიგი მონაკვეთების გახსნას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტ წინაპირობას შექმნის რეიტინგის შესანარჩუნებლად და უფრო მეტიც, სამომავლო გაუმჯობესებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

2011 წლის შემდეგ პირველად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა და „BB მინუსიდან“ „BB სტაბილურამდე“ გაიზარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა