ალექსანდრე ხვთისიაშვილი – Fitch-ის რეიტინგში წინსვლა ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის პოზიციას

„Fitch-ის რეიტინგში წინსვლა ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის და გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყნის პოზიციას. საქართველო ხდება რეგიონით დაინტერესებული ქვეყნებისთვის და ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დასაყრდენი და პარტნიორი,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა FitchRatings-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეიტინგის გაუმჯობესება ხაზს უსვამს მიმდინარე რეფორმების წარმატებას და ქვეყნის დივერსიფიცირებული განვითარების მოდელის სისწორეს, ამყარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოს გამორჩეულ როლს, რაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების კიდევ ერთი გარანტია.

„ჩვენთვის, როგორც ეკონომიკური დიპლომატიის განმახორციელებელი უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი გავლენიანი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების სისწორის აღიარება, მიღწეული შედეგების შეფასება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიური პროგნოზის გამოცხადება. აღნიშნული წარმატება უფრო მეტი, სხვადასხვა სიდიდის და მნიშვნელობის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, ამაღლებს ქვეყნის მიმართ ნდობას, რაც ხელს უწყობს ახალი პარტნიორების წარმოჩენას და არსებულ პარტნიორებთან პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების კუთხით ახალ პერსპექტივებს აჩენს,“ - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

აღნიშნულ კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

23 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ FitchRatings გამოაქვეყნა რელიზი საქართველოსთვის სარეიტინგო მაჩვენებლის გაუმჯობესების შესახებ. საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გაუმჯობესდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა