ანონსი  26 თებერვალი

26 თებერვალს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი

26 თებერვალს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება.

მის.: თავისუფლების მოედანი N4

საკონტაქტო პირი ელენე კერესელიძე 598 25 1991

26 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ სახალხო დამცველი წარადგენს სპეციალურ ანგარიშს, სადაც სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობას, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს განიხილავს.

საკონტაქტო პირი თეონა გოგოლაშვილი - 577797275

26 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმროში “SHERATON BATUMI” ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და მთავრობის წარმომადგენლები, დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმს გახნიან.

მის.: ბათუმი, რუსთაველის ქ. #28

26 თებერვალს, 10:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გუნდში მიმდინარე პროცესები და შესაბამისი პროცედურები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

26 თებერვალს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ქართულ ოცნებაში“ განვითარებული პროცესები. სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. მოლაპარაკებები “გაზპრომთან” და გიორგი ქობულიას განცხადება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

26 თებერვალს, 11:00 სააათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში ელენე ხოშტარიას და თამაზ ახობაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: სასამართლო გადაწყვეტილებების არ აღსრულება.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

26 თებერვალს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

26 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის ემზარ კვიციანის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ე.წ. წყვილების დასახმარებლად შექმნილი ცენტრი - რატომ გავრცელდა განსხვავებული ინფორმაცია. ფრაქციის დაშლა - რა გეგმა აქვთ „პატრიოტებს“ ; სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

26 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

26 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროექტის BE MUSEUMER პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: სანაპიროს ქ. #4

26 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას გამართავს.

მის.: რუსთაველის გამზ. #29

26 თებერვალს, 11:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია „მედიაცენტრ მთავარში“ პესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

26 თებერვალს, 11:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

თემა: არასათანადო მოპყრობის პრევენცია და რეაგირება მომხდარ ფაქტებზე.

26 თებერვალს, 12.00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ, თემატური მოკვლევის მიზნით, საჯარო უწყებების ზეპირ მოსმენას გამართავს.

საქართველოს პარლამენტი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

26 თებერვალს, 12:00 საათზე, სათხის მონასტერს იტალიელი რესტავრატორი, საერთაშორისო ექსპერტი სტეფანო ვოლტა ეწვევა.

მის.: ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი

საკონტაქტო პირი გვანცა ბერძენაძე - 557 506 075

26 თებერვალს, 12:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

26 თებერვალს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

26 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის.: ათონელის ქ. N25 (შესვლა სანაპიროს მხრიდან)

მედიის წარმომადგენლები უნდა მივიდნენ 12:20 საათზე.

26 თებერვალს 13:30 საათზე World Vision საქართველოს პროექტის კომპეტენციები დასაქმებისთვის ფარგლებში ახალგაზრდული კონფერენცია ,,ცოდნა და უნარები ახალგაზრდების დასაქმებისთვის გაიმართება

მისამართი: ქ. რუსთავი ბალანჩივაძის ქუცა 9

საკონტაქტო პირი: 551 133331 ანა ჩხაიძე

26 თებერვალს, 13:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიგრაციის შესახებ კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ილიაუნის E კორპუსი, სტუდენტური სივრცე

საკონტაქტო პირი თათია დიასამიძე - 579132033

26 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს.

მის.: ა. მიცკევიჩის ქ. N19

26 თებერვალს, 15:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძის შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელ სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N317 (C კორპუსი, III სართული)

26 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წიგნის „ინვენტარი და პროცესები - პერსპექტივები განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: სანაპიროს ქ. #4

26 თებერვალს, 17:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

26 თებერვალს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“-ის გამარჯვებულებს - ნიკოლოზ ტოტოღაშვილსა და ვახტანგ ვახტანგაძეს შეხვდება. ავტორები თანამედროვე ლიტერატურაზე ისაუბრებენ და წარადგენენ თავიანთ წიგნებს „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ და „ალაჰი ჩემი მეგობარია“.

მის.: თელავი, ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა

26 თებერვალს, 19:00 საათზე, ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლები 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ აქციას გამართავენ.

მის: ცინცაძის ქუჩის 36/38

26 თებერვალს, 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „ლეონარდო – Opera Omnia" გაიხსნება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. #3

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა