არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 2019 წლის თებერვალში იანვართან შედარებით 450.6 მლნ ლარით ნაკლებია

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი თებერვლისათვის 22.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 450.6 მლნ ლარით, ანუ 2.0 პროცენტით ნაკლებია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით ნაკლები).

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 171.3 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 622.0 მლნ ლარით, ანუ 6.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 6.0 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 37.54 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.64 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.45 პროცენტული პუნქტით).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.8 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.6 პროცენტი შეადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა