განათლების სამინისტროში წიგნის ,,ინვენტარი და პროცესები - პერსპექტივები განვითარებისთვის“  პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წიგნის - „ინვენტარი და პროცესები - პერსპექტივები განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს გამოცემა აერთიანებს პოლიტიკოსებთან, მკვლევარებთან, მწერლებთან, საჯარო მოხელეებთან და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ინტერვიუებსა და მათ მიერ შექმნილ ესსეებს. რესპონდენტები მთავარ კითხვას პასუხობენ: „რა არის ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების გზები“.

უწყების ინფორმაციით, კრებული საქართველოში არსებული და განვითარებისთვის აუცილებელი რესურსების თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. წიგნის ქვესათაური „პერსპექტივები განვითარებისთვის“ ზუსტად პასუხობს წიგნის შინაარსს - სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ადამიანი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოს განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობს.

წიგნი დააინტერესებს ყველა რგოლის საჯარო მოხელეს, ვინც პოლიტიკის შემუშავებაზე მუშაობს. ასევე, საინტერესო იქნება არასამთავრობო და საქართველოში მომუშავე საერთაშორისო სექტორისთვის, რათა სწორად განსაზღვრონ სამუშაო სფერო და არეალი. და ბოლოს, გამოცემა კერძო სექტორსაც დაეხმარება მეტად სრულყოფილად გააცნობიერონ საზოგადოების საჭიროებები და მისწრაფებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა