2017-2019 წლებში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 327 მოქალაქე დააკავეს

2017-2019 წლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 327 პირი დააკავეს. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა.
ბოლო სამ წელში, ცხინვალში ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, სულ 242 პირი იყო დაკავებული, მათ შორის, 16 პირი 2019 წელს. ხოლო აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის უკანონო ბრალდებით, ჯამში 85 პირი დააკავეს, აქედან 4 - 2019 წელს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, ე.წ. საზღვრის კვეთის უკანონო ბრალდებით, უკანონოდ დაკავებულთა უმრავლესობა გათავისუფლებისთვის ე.წ. ჯარიმებს იხდის.

























