ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი „თიბისი ბანკზე“ - ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე ეროვნული ბანკი პარლამენტთან შეფასებას ვერ გააკეთებს

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა უკვე განმარტა, თუ რატომ ვერ დაესწრება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკომიტეტო მოსმენას, სადაც "თიბისი ბანკის"დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც მიდის. მისი თქმით, „თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით, ფიზიკური პირების დავა გრძელდება, შესაბამისად, საზოგადოება მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოს.

„არაერთხელ აღინიშნა, რომ „თიბისი ბანკი" არის ერთ-ერთი უმსხვილესი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში. აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე, ის გადაწყვეტილება, რომ „თიბისი ბანკის" მხრიდან შესრულებულიყო განკარგულებაში მოცემული ყველა გადაწყვეტილება და შეწყვეტილიყო ყველა დავა, ამასთან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, აქციონერებს მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ გასულიყვნენ სამეთვალყურეო საბჭოდან დღეის მდგომარეობით ჩანს, რომ ეს ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რამაც შეიძლება არსებულ მდგომარეობას ზიანი ყველაზე ნაკლებად მიაყენოს.

ფიზიკური პირების დავა გრძელდება და აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ, რა და როგორ განვითარდება. დღევანდელი საკომიტეტო მოსმენის თაობაზე ეროვნულმა ბანკმა საკამოდ ვრცელი განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ დაესწრება ამ მოსმენას. ამის შესახებ შეფასება გამიჭირდება, მაგრამ საკმაოდ კონკრეტული პასუხი იყო, რომ ყოველ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი შეფასებას პარლამენტთან ვერ გააკეთებს. ამის იქით გამიჭირდება, რაიმე შევაფასო. დღეს მაინც შედგება საკომიტეტო მოსმენა და უნდა დაველოდოთ მას", - განაცხადა ძნელაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი "თიბისი ბანკზე" - ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე ეროვნული ბანკი პარლამენტთან შეფასებას ვერ გააკეთებს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ