მამუკა მდინარაძე - ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტებს, არ ვიფიქროთ ჩვენს პოლიტიკურ ინტერესზე

ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი, არ ვიფიქროთ ჩვენს პოლიტიკურ ინტერესზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა და კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ იქნას მიღებული გადაწყვეტილება არის თუ არა გასაზიარებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრება.

როგორც მდინარაძე აცხადებს, კობა გვენეტაძემ მოიყვანა არგუმენტები თუ რატომ ვერ მოხდება მოთხოვნილი ორი საკითხის განხილვა, რომელიც საბანკო რეგულაციებს და „თიბისი ბანკს“ ეხება, ამიტომ, უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, იზიარებს თუ არა კომიტეტი ამ მოსაზრებას.

“მე მგონი არც ირონია და არც რაღაცნაირი გაბრაზებული დამოკიდებულება არ არის საჭირო. ადამიანმა, რომელიც წარსდგა პარლამეტის წინაშე თქვა ორი რამ - პირველი ის, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით მინიმუმ ერთი კვარტალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და მეორე, იმ საქმეზე, რაზეც ჩვენმა კოლეგებმა მოიწვიეს ბატონი კობა პარლამენტში, არ არსებობს პრაქტიკა მსოფლიოში, როცა რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი, ან კერძო პირები და ა.შ. ერთად, ღია ფორმატში განიხილავენ მსგავს საკითხებს და მათ შორის საკომიტეტო მოსმენის დროს. თუ არსებობს ასეთი, დაგვისახელონ. მე როგორც ვიცი, ასეთი რამ არ არსებობს, იმიტომ რომ, ეს დამანგრეველია ფინანსური სექტორისთვის, დამაზიანებელია ეროვნული ბანკისთვის, არ ჯდება იმ პრინციპებში, რომლითაც ხელმძღვანელობს რეგულატორი და აქედან გამომდინარე, მარტივია იმის აღქმა, რომ ასეთი ფორმატი არის დამაზიანებელი. ამიტომ, ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი, არ ვიფიქროთ ჩვენს პოლიტიკურ ინტერესზე. ამიტომ, მივიღოთ გადაწყვეტილება ეს არგუმენტები გასაზიარებელია თუ არა“,- აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას და დეპუტატებს სხდომის დასაწყისშივე მიმართა.

„მე ვფიქრობ, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასეთ სიტუაციაში განხილვა არ არის მართებული, - აღნიშნა გვენეტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა