პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

მობილობის მოთხოვნაში მაქსიმალურად იქნება მისადაგებული თანამშრომლის კვალიფიკაცია არსებულ ვაკანტურ თანამდებობრივ მოთხოვნებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტაციაში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მოისწრაფიშვილის თქმით, ადამინისტაციაში რეორგანიზაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რაც მობილობის ეტაპს გულისხმობს. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 თანამშრომელი უნდა დარჩეს.

„ეტაპობრივად წარიმართა პრეზიდენტის ადმინისტაციაში რეორგანიზაციის პროცესი და ეს პროცესი განპირობებული იყო იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. თავიდანვე განისაზღვრა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტაციაში იმუშავებდა 60 ერთეული კადრი. ახლა მიმდინარეობს რეორგანიზაციის მესამე ეტაპი, ეს არის მობილობის ეტაპი. მობილობის სქემაში ამ დროისთვის გახლავთ გადასული 63 თანამშრომელი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაცია გადაგზავნის ინფრომაციას თბილისის მასშტაბით ყველა საჯარო უწყებაში, სადაც გამოვლინდება ვაკანტური თანამდებობები. მობილობის მოთხოვნაში მაქსიმალურად იქნება მისადაგებული თანამშრომლის კვალიფიკაცია არსებულ ვაკანტურ თანამდებობრივ მოთხოვნებთან“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა