ვანო ზარდიაშვილი - თუ მიხეილ ჩინჩალაძესთან ჩემს მეგობრობაზე გვინდა მსჯელობა, იმით დავიწყოთ, რა კავშირები აქვს ეკა ბესელიას მოსამართლე ზაზა მეიშვილთან, ნონა წოწორიასთან და ასე შემდეგ

თუკი მიხეილ ჩინჩალაძესთან ჩემს მეგობრობაზე გვინდა მსჯელობა, იმით დავიწყოთ, რა კავშირები აქვს ეკა ბესელიას მოსამართლე ზაზა მეიშვილთან, ნონა წოწორიასთან და ასე შემდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.

ზარდიაშვილის თქმით, თუკი მის მეგობრებზეა საუბარი, ყურადღებას ეკა ბესელიას სამეგობრო წრეც იმსახურებს.

“მუდმივად ხაზს უსვამენ ჩემს მეგობრობას მიხეილ ჩინჩალაძესთან. ამ თემაზე სპეკულაციები რომ დასრულდეს, ძალიან კარგი პარალელის გაკეთება შემიძლია - რატომღაც არავინ ახსენებს ეკა ბესელიას ნათელმირონს ზაზა მეიშვილს, რომელიც სისხლის სამართლის პალატას კურირებდა და თუკი სისხლის სამართლებრივ სივრცეში რამე ხდებოდა სასამართლოში, მეიშვილის პასუხისმგებლობა და კომპეტენცია იყო. ასევე არასდროს არავინ ახსენებს მის ნათელმირონს და უახლოეს მეგობარს ნონა წოწორიას, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და ევროპის სასამართლოში საქართველოს მოსამართლეს წარმოადგენდა. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მეგობრობა არასდროს არ განსაზღვრავს არც კანის ფერს, არც პოლიტიკურ სპექტრს და არც ოჯახურ გარემოებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა