წიგნის - „კირილე ზდანევიჩი 1892-1969. ცხოვრება და შემოქმედება“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 27 თებერვალს წიგნის - „კირილე ზდანევიჩი1892-1969. ცხოვრება და შემოქმედება“ პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კირილე ზდანევიჩის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ წიგნში შესული საინფორმაციო-ვიზუალური მასალის უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის პირველად იქნება ხელმისაწვდომი.

„წიგნის ტექსტებზე გამოცდილ ავტორთა საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა (ანდრეი სარაბიანოვი. რუსეთი; რეჟის გეირო. საფრანგეთი; ირინა ძუცოვა. საფრანგეთი; ნანა შერვაშიძე, ნონა ხარატიშვილი, ნანა გოგელია, ქეთევან კინწურაშვილი, ნანა ყიფიანი, თეა ტაბატაძე, თამარ ბელაშვილი-საქართველო).

წარმოდგენილი წიგნის მთავარი ფიგურანტები დრო და კირილე ზდანევიჩია. ახალ ქართულ ხელოვნებაში კირილე ზდანევიჩის (1892-1969) შემოქმედება საქართველოს ისტორიის საინტერესო და დრამატულ პერიოდში წარიმართა. კირილე ზდანევიჩის პერსონაზე, მის პირად, თუ შემოქმედებით ცხოვრებაზე, მწვავედ აისახა თავისუფალი საქართველოსა და შემდეგ, მისი დრამატული განვითარების პროცესი. მისი ცხოვრება და შემოქმედება თითქოს კინოკადრებივით იმეორებს ქვეყნის დრამატული ისტორიის ეტაპებს. საბჭოეთის ჩაკეტილ, რკინის ფარდით მოსაზღვრულ სივრცეში იმ მცირეთაგან, ვინც ქვეცნობიერ კავშირს ინარჩუნებდა თავისუფალ დასავლურ სამყაროსთან კირილე ზდანევიჩი ერთ-ერთი პირველი იყო და ამ თავისუფალი სამყაროს ინტერესიც მისი შემოქმედებისადმი სრულიად ლოგიკურია.

კირილე ზდანევიჩის ხელოვნება ერთდროულად არის ძალიან ქართული და ამავე დროს, თავის თავში აერთიანებს სხვადახვა კულტურული ტრადიციების ზოგად იდეებს. აღნიშნული ისტორიული ეპოქის ნებისმიერ მონაკვეთში და ხელოვნების ნებისმიერ დარგში ზდანევიჩი მუდამ დიალოგში იყო ზოგად კულტურულ პრობლემატიკასთან. დიდი ადგილი ეთმობა წიგნში თავად კირილე ზდანევიჩის მემუარებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პროექტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ევროპისა და რუსეთის მუზეუმებმა და არქივებმა, კერძო კოლექციონერებმა.

ამასთან, წიგნი „კირილე ზდანევიჩი1892-1969. ცხოვრება და შემოქმედება“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა