ანონსი 27 თებერვალი

27 თებერვალს, 09:00 საათზე, ს.ს "თბილავიამშენში" თანამშრომლების საპროტესტო აქცია გაიმართება.

თემა: დასაქმებულები ღირსეული შრომის ანაზღაურებისთვის ბრძოლას იწყებენ!

მის.: ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. #191

27 თებერვალს, 09:30 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის, HEDR-ის ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” პირველი სამუშაო შეხევდრა გაიმართება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

27 თებერვალს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) წარმოადგენს პროექტის მიღწევებს საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

მის.: მერაბ კოსტავას ქ. #14, სასტუმრო თბილისი „რუმსი“, გარდენ ჰოლი

საკონტაქტო პირი ირინა ირემაშვილი - 591 11 09 91

27 თებერვალს, 10:00 საათზე, აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის ფორუმი გაიმართება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის.

მის.: თავისუფლების მოედანი N4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

27 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში აკაკი ბობოხიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: წყლის ტარიფის შესაძლო ზრდა ბუქინგის ბინებისთვის.

საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

27 თებერვალს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ წევრი მირიან წიკლაური „მედიაცენტრ მთავარში“ პესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

27 თებერვალს, 11:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: გამოცდების ახალი მოდელი.

მის.: მინდელის ქ. N9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

27 თებერვალს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, Erasmus +-ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის: "ინვესტირება სამეწარმეო უნივერსიტეტებში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - EUCA INVEST" ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

მის.: პაატა სააკაძის #1

საკონტაქტო პირი: მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

27 თებერვალს 11.00 საათზე, ზუგდიდის ყოფილი მერის, ბრალდებულ ლაშა გოგიას ადვოკატი, ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.

მის.: პეკინის ქ. #31, მეორე სართული.

საკონტაქტო ტელ.: 5 99 00 91 88

27 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზაზა ხუციშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ქართულ ოცნებაში“ განვითარებული პროცესები. სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. სახალხო დამცველის ანგარიში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

27 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ლიეჟში განვითარებული მოვლენები და მიხეილ სააკაშვილის მიერ ემიგრანტებთან რომში დაგეგმილი შეხვედრა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

27 თებერვალს, 11:30 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ - 20 ოპოზიციური პარტია „ქორთიარდ მერიოტში“ შეხვედრას გამართავს.

თემა: პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მილიონი ხელმოწერის შეგროვების კამპანიას იწყებენ. პოლიტიკური პარტიების ლიდერები კამპანიის ჩატარებისთვის კოორდინირებული მოქმედებისთვის კონფერენციაზე იმსჯელებენ.

მის.: თავისუფლების მოედანი N4

27 თებერვალს, 12.00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში ახლად რეაბილიტირებულ 30-ე და 36-ე საჯარო სკოლებს ოფიციალურად გახსნის.

რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს საზეიმოდ გახსნიან აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, იმერეთის გუბერნატორი - შავლეგო ტაბატაძე

საკონტაქტო პირი: გიორგი კოპალეიშვილი 595 29 89 89

27 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის და ლევან გოგიჩაიშვილის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებთან, სასამართლო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით.

ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

27 თებერვალს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფში გაიმართება საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

27 თებერვალს, 12:00 საათზე „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ნაციონალების“ წინააღმდეგ მოგებული სარჩელი

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

27 თებერვალს, 12:30 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (I სართული) გაიმართება ბრიფინგი საქართველოს მოქალაქე ხელოვნების მუშაკთა საავტორო უფლებების დაცვის საზოგადოების შექმნასთან დაკავშირებით.

27 თებერვალს, 13:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (Cკორპუსი, III სართული)

27 თებერვალს, 13:00 საათზე, მარნეულში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრს გახსნის.

მის.: მარნეული, რუსთაველის ქ. 41

საკონტქატო პირი ქეთი ბეროშვილი - 577 93 10 21

27 თებერვალს, 15:00 საათზე, საფინანსო კომპანია ,,საქართველო"-ს მიერ დაზარალებულები და დაზარალებულების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციას გამართავენ.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ალექსანდრე კობაიძე - 598 54 94 84

27 თებერვალს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ასოციაცია „დეა“ ჩაატარებს კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის ძირითადი ასპექტები“ შედეგების პრეზენტაციას.

მის.: მერაბ კოსტავას ქ.#14

საკონტაქტო პირი მადონა ხარებავა - 577 45 45 88

27 თებერვალს, 16:30 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ოფისში კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიზეზები, რის გამოც კოალიციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატი დატოვა.

27 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით - „კირილე ზდანევიჩი1892-1969. ცხოვრება და შემოქმედება“.

მის.: სანაპიროს ქ.4

27 თებერვალს, 19:00 საათზე, „კრეატორ ბარში“, პორტალი ფენტეზის შედევრის „ანიჰილაციის“ ქართული თარგმანის წარდგენით იხსნება.

მის.: მაჩაბელის ქ. #10/14

27 თებერვალს, 19:00 საათზე, თელავში მკითხველს ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე და იაგო თვალაბეიშვილი შეხვდება, რომლებიც თავიანთ წიგნებს „ცდუნებას“, „შულამელი გოგონებსა“ და „ტრანსმუტაციას“ წარადგენენ.

მის.: თელავი, ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა