27 თებერვლიდან აფხაზეთი ელექტროენერგიით რუსეთიდან მომარაგდება

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც 27 თებერვლიდან ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს, რაც დაკავშირებულია ენგურჰესის სადგურზე არსებულ კრიტიკულ მდგომარეობასთან. ამის შესახებ „სპუტნიკი“ აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრ ვალერი ბგანბაზე დაყრდნობით იუწყება.

მისი ინფორმაციით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღება 27 თებერვლის 09:00 საათიდან დაიწყება. რუსული ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი იქნებიან გუდაუთა, გაგრა და სოხუმის ნაწილი. ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენი ნაწილი კვლავინდებურად ენგურჰესიდან მომარაგდება, რაც ბგანბას განცხადებით, ხელს შეუწყობს ენგურჰესზე წყლის დონის მატებას და ელექტროენერგიის ხარისხი გაუმჯობესდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა