სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე შეღავათები არ დაწესდება და დასაქმებულებსაც პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა მოუწევთ

მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა დედაქალაქში დასაქმებულებსაც მოუწევთ და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მერია არ აპირებს იმუშაოს დასაქმებული პირებისთვის, კონკრეტულ სივრცეებზე სააბონიმენტო სისტემა შემოიღოს.

„პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ კომფორტული გახადოს პარკინგის სისტემა, არამედ ის, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სამაგიეროდ, ხალხი ისუნთქებს. ფეხით ვინც დადის იცის, რომ ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია. ვსუნთქავთ გამონაბოლქვს! თუ არ გავაჩერეთ მანქანები და ავტობუსი არ მოვიხმარეთ, დავიხრჩობით! მერე ის საპარკინგე ადგილები და მანქანებიც გვერდზე დაგვრჩება“, - განუცხადა ხმალაძემ „ინტერპრესნიუსს“.

რაც შეეხება ზონალურ პარკირებას, მერია საპილოტე პროექტის განხორციელებას 1-ელი ივლისიდან ლესელიძისა და მისი მიმდებარე ქუჩების ტერიტორიაზე აპირებს.

მერიის გადაწყვეტილებით, ლესელიძის ქუჩაზე ავტობუსები იმოძრავებს, ხოლო პარკირების ზონალური საფასური სავარაუდოდ 50 თეთრიდან განისაზღვრება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია