ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება

თურქეთსა, საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის გააფორმებულ ერთობლივ თავდაცვის ხელშეკრულებაზე, ასევე იმაზე, თუ ამ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კოორდინაცია გაღრმავდა, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზე, აშშ-სა და ირანს შორის არსებულ ვითარებაზე, ასევე სირიაზე გავლენისათვის თურქეთისა და ისრაელის დაპირისპირებაზე, რუსეთსა და სირიას შორის გაფორმებული ახალი შეთანხმება სამხედრო სფეროში, და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოზიციებზე, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა გააფორმეს ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულება.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მექაში ამ სამ სახელმწიფოს შორის გაფორმებული თავდაცვის შეთანხმება, შესაძლოა, ისტორიულიც კი აღმოჩნდეს. ამის თქმის საშუალებას ის გარემოება იძლევა, რომ თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანაა, პაკისტანი, ისლამური ქვეყანა, რომლესაც აქვს ბირთვული იარაღი, ხოლო საუდის არაბეთი, რეგიონის ერთ ერთი მდიდარი ქვეყანა.

ამ შეთანხმებით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მნიშვნელოვნად იცვლება დიდ მოთამაშეებს შორის ძალთა ბალანსი. თან აღნიშნული გამოწვევაა როგორც აშშ-თან ომში მყოფი ირანისთვის, ისე რუსეთისთვის, რომელსაც რეგიონში ტრადიციულად ყოველთვის ჰქონდა საკმაოდ სერიოზული გავლენები.

რას ითვალისწინებს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელსაც ბევრი მუსლიმანური ქვეყნების ნატოდაც კი მოიხსენიებს?

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე ახალი სამხედრო ალიანსი ჩამოყალიბდეს?

- მექაში ხელმოწერილი შეთანხმება მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა მისი „მუსლიმურ ნატოდ“ გამოცხადება გადაჭარბებულად მიმაჩნია. შეთანხმების მიხედვით ხელმომწერ სახელმწიფოზე შეიარაღებული თავდასხმა სამივეზე თავდასხმად განიხილება.

ამასთან, ჯერ არაა გამჟღავნებული ის დეტალები, რაც სრულფასოვან სამხედრო ალიანებს ახასიათებს: როგორია ერთიანი სარდლობის სტრუქტურა, სამხედრო კონტინგენტები, რა საგარეო სახის საფრთხე გამოიწვევს ურთერთთავდაცვის მექანიზმის ამოქმედებას. ამიტომ, უფრო ზუსტი შეფასება იქნებოდა ამ შეთანხმების განხილვა როგორც ერთგვარი ჩარჩოსი, რომლითაც სამი მონაწილე ქვეყანა პოტენციური საფრთხეების შეკავებას შეეცდება.

მექაში ხელმოწერილი შეთანხმება მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა მისი „მუსლიმურ ნატოდ“ გამოცხადება გადაჭარბებულად მიმაჩნია. შეთანხმების მიხედვით ხელმომწერ სახელმწიფოზე შეიარაღებული თავდასხმა სამივეზე თავდასხმად განიხილება

სამივე ქვეყანას განსხვავებული, მაგრამ ურთიერთშემავსებელი რესურსი შეაქვს. თურქეთს აქვს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი დიდი არმია, განვითარებული სამხედრო მრეწველობა და, რაც მთავარია, სამხედრო გამოცდილება, პაკისტანს – ბირთვული შეიარაღება, მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები და საუდის არაბეთთან ხანგრძლივი სამხედრო კავშირი. რაც თავის მხრივ 2025 წელს ალიანსში გადაიზარდა. საუდის არაბეთს – მსხვილი ფინანსური შესაძლებლობები, თანამედროვე შეიარაღება და არაბულ სამყაროში პოლიტიკური და რელიგიური გავლენა.

მიუხედავად ამისა, სამ ქვეყანას განსხვავებული გეოპოლიტური პრიორიტეტი გააჩნია, რამაც, შესაძლოა, ურთიერთთავდაცვის პოტენციალი შეზღუდოს. მაგალითად, რა პოზიციას დაიკავეს საუდის არაბეთი პაკისტანი-ინდოეთის შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში? დაიცავს თურქეთი საუდის არაბეთს ირანიდან წამოსული დრონებისა და ბალისტიკური რაკეტებისგან?

ამიტომაც, ამ მომენტისთვის მექაში მოწერილი შეთანხმება შეგვიძლია, უფრო ახლო აღმოსავლეთში პოტენციური კონფლიქტების შემაკავებელ მექანიზმად წარმოვიდგინოთ. ამასთან ერთად, ეს შეთანხმება არ უნდა განვიხილოთ ირანის წინააღმდეგ მიმართულ ალიანსად.

ამ მომენტისთვის მექაში მოწერილი შეთანხმება შეგვიძლია, უფრო ახლო აღმოსავლეთში პოტენციური კონფლიქტების შემაკავებელ მექანიზმად წარმოვიდგინოთ. ამასთან ერთად, ეს შეთანხმება არ უნდა განვიხილოთ ირანის წინააღმდეგ მიმართულ ალიანსად

თუ რომელიმე ქვეყნის გამოყოფა შეიძლება ვის მიმართაც ეს პაქტია მიმართული, ეს უფრო ისრაელია. მართლაც, ერ-რიადს, ანკარასა და ისლამაბადს დაძაბული ურთიერთობა აქვთ ისრაელთან – სამივე შეშფოთებულია თელ-ავივის გეოპოლიტიკური ამბიციებით.

- ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიის ერთ ერთი უდიდესი და ეკონოომიკურად ძლიერი ქვეყანა აზერბაიჯანი თურქეთის მოკავშირეა.

თუ ამ შეთანხმებით, როგორც ბევრი ვარაუდობს, სამუდამოდ შეიცვლება რეგიონში ძალთა ბალანსი, შეთანხმების მონაწილეებს შორის თუ სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და მაღალი დონის კოორდინაცია ექნათ, რა გავლენას იქონიებს ამ შეთანხმების მონაწილეთა კავშირის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ, საქართველოზე?

რამდენად დიდი იმის ალბათობა, რომ ამ კავშირმა საქართველოსთვის ირანის შემაკავებლის როლიც კი შეასრულოს?

- მექის სამხედრო კავშირის ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიაზე უმთავრესად თურქეთ–აზერბაიჯანის სტრატეგიული კავშირის გავლით აისახება. აზერბაიჯანი მექის შეთანხმების მონაწილე არ არის, ამიტომ კოლექტიური თავდაცვის მუხლი მასზე ფორმალურად არ ვრცელდება.

მექის სამხედრო კავშირის ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიაზე უმთავრესად თურქეთ–აზერბაიჯანის სტრატეგიული კავშირის გავლით აისახება

მიუხედავად ამისა, შუშის დეკლარაციით ანკარასა და ბაქოს უკვე აქვთ მოკავშირეობრივი ურთიერთობა. თუ თურქეთი საუდის არაბეთთან და პაკისტანთან სამხედრო დაგეგმვას, თავდაცვის წარმოებასა და დაზვერვის გაცვლას გააღრმავებს, აზერბაიჯანი, როგორც თურქეთის მოკავშირე, ამ ისლამური სამხედრო სისტემის ირიბი მონაწილე გახდება.

ამას ემატება ისიც, რომ ბაქოს მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური კავშირები აქვს ისლამაბადთან. მეტიც, ზოგ მედია-გამოცემაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექის შეთანხმებას აზერბაიჯანიც შეუერთდება. ამ ყველაფერს სიფრთხილით ეკიდებიან მოსკოვსა და თეირანში, რადგან არ სურთ, სამხრეთ კავკასიაში არარეგიონული ძალები და მათი სამხედრო გავლენა მოძლიერდეს.

ზოგ მედია-გამოცემაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექის შეთანხმებას აზერბაიჯანიც შეუერთდება. ამ ყველაფერს სიფრთხილით ეკიდებიან მოსკოვსა და თეირანში, რადგან არ სურთ, სამხრეთ კავკასიაში არარეგიონული ძალები და მათი სამხედრო გავლენა მოძლიერდეს

- აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა არ ცხრება. ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ბაზებს კოლოსარული ზიანი მიაყენა. ეს ბაზები ამ რეგიონის ქვეყნებისთვის უსაფრთხოების გარანტორი უნდა ყოფილიყო. ახლა კი აღმონდა რომ ისინი, ისევე როგორც ამერიკული ბაზები თეირანის სამიზნეა.

ჰორმუზის სრუტეს ირანი აკონტროლებს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიგანცხადებით, - ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ ჩვენს პირობებს არ მიიღებს.“ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს რომ აშშ ირანზე ეკონომიკური ზეწოლით ვერაფერს მიაღწევს. მეტიც, იგი აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებს აღიაროს ირანთან დამარცხება.

ირანში უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარედ გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი გენერალი რეზაი დანიშნა. ის ძალოვანი უწყებების საქმიანობას უხელმძღვანელებს. რეზაი გუშაგთა კორპუს 16 წელი ხელმძღვანელობდა და იგი აშშ-ში ტერორისტთა სიაშია. ეს იმას ნიშნავს რომ ირანი გააგრძელებს მსოფლიო ეკონომიკისა და მეზობლების ტერორიზებას.

ცხადადაც კი ჩანს, რომ შუალედურ არჩევნების დასრულებამდე აშშ ირანის მიმართულებით არ იაქტიურებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელიც ახლა აშშ-სა და ირანს შორის არსებობს? რამდენად საფუძვლიანია თეირანის მოთხოვნა ვაშინგტონმა ირანთან დამარცხება აღიაროს?

- აშშ-ირანის დღევანდელი ურთიერთობები სტრატეგიულ ჩიხშია შესული, როდესაც ერთდროულად მიმდინარეობს ირანზე სამხედრო დარტყმები, სანქციების გაფართოება, საზღვაო ბლოკადა და თან არაპირდაპირი დიპლომატიური მოლაპარაკებები.

ირანმა აჩვენა, რომ შეუძლია ამერიკული ბაზებისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის მკვეთრი შეფერხება.

ირანი ფიქრობს, ვაშინგტონი დიდ ხანს ვერ მოახერხებს მთელი თავისი სამხედრო რესურსების კონცენტრირებას სპარსეთის ყურესთან, მაშინ, როდესაც მას არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები აქვს: ჩინეთის სამხედრო შეკავება, უკრაინის ომი და ა. შ.

ირანი ფიქრობს, ვაშინგტონი დიდ ხანს ვერ მოახერხებს მთელი თავისი სამხედრო რესურსების კონცენტრირებას სპარსეთის ყურესთან, მაშინ, როდესაც მას არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები აქვს: ჩინეთის სამხედრო შეკავება, უკრაინის ომი და ა. შ.

რაც მთავარია, ირანის მიდგომა ხელს უწყობს აშშ-სა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის უთანხმოებების გაღვივებას. მართალია, არაბული ქვეყნებისთვის ამერიკული ბაზები მნიშვნელოვანია, მაგრამ, ისინი უკვე აღარ აღიქმება ეფექტიან თავდაცვით ფარად.

ამიტომ არაბული სპარსეთის ყურის ქვეყნები ერთდროულად აძლიერებენ საკუთარ საჰაერო თავდაცვას, აფართოებენ სამხედრო კავშირებს სხვა მსხვილ ქვეყნებთან და უარს არ ამბობენ მცდელბებზე, თეირანთან საერთო ენა გამონახონ.

ეს აიძულებს ვაშინგტონს არაბული ქვეყნებისთვის უსაფრთხოების გარანტიები უფრო მკაფიოდ განსაზღვროს. ირანისთვის კი მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება.

ირანისთვის მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება

- აშშ-სა და ირანს შორის გაურკვეველი ვითარების ფონზე ისრაელი თავის მიზნებს ვერ აღწევს ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰამასელებთან ომში.

ტრამპის წარმომადგენელი კუშნერი ჰამასის ლიდერებსაც კი შეხვდა - თითქოს განიარაღებაზე დაითანხმა, მაგრამ, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ, ჰამასი განიარაღებას არც აპირებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი ღაზადან ჯარებს ჰამასისსრულ განიარაღებამდე არ გაიყვანს. ვითარება ისევ ისეთი გაურკვეველი და რთულია, როგორც აშშ-ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე იყო.

აშშ-ირანს შორის არც ომისა და არც მშვიდობის ვითარებაში, თქვენ როგორ შეაფასებდით ღაზის სექტორში არსებულ ვითარებასა და ისრაელის მდგომარეობას?

- ამერიკული გეგმა ღაზაში ჰამასის განიარაღებას, ისრაელის ეტაპობრივ გასვლას, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტასა და ახალი პალესტინური სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნას ითვალისწინებს.

ჰამასი მოითხოვს, რომ ჯერ ისრაელის გასვლასა და ცეცხლის შეწყვეტას ჰქონდეს ადგილი, ხოლო შემდეგ იარაღის სრული ჩაბარება მოხდეს. ისრაელი საპირისპირო მოსაზრებისაა: ჯერ ჰამასის სრული განიარაღება და მხოლოდ შემდეგ ჯარების გაყვანა.

ამერიკელების შეხვედრა ჰამასის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი დიპლომატიური პრეცედენტია: ვაშინგტონი აღარ არის ჰამასთან პირდაპირი დიპლომატიური არხის ქონისა.

ამის ფონზე, სამხედრო უპირატესობის მიუხედავად, ისრაელის მდგომარეობა არაა მარტივი. ისრაელს ირანთან ომში თავისი მიზნებისთვის არ მიუღწევია. მას ასევე გაურთულდა ურთიერთობები თურქეთთან, რომელმაც საუდის არაბეთთან და პაკისტანთან ოფიციალური სამხედრო ალიანსი ჩამოაყალიბა. ამას ემატება თელ-ავივსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობებიც.

სამხედრო უპირატესობის მიუხედავად, ისრაელის მდგომარეობა არაა მარტივი. ისრაელს ირანთან ომში თავისი მიზნებისთვის არ მიუღწევია. მას ასევე გაურთულდა ურთიერთობები თურქეთთან, რომელმაც საუდის არაბეთთან და პაკისტანთან ოფიციალური სამხედრო ალიანსი ჩამოაყალიბა. ამას ემატება თელ-ავივსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობებიც

- დაძაბულობა თურქეთსა და ისრაელს შორის მატულობს. ისრაელმა დაბომბა სამხედრო ბაზა სირიის ჩრდილოეთში, სადაც თურქეთს სურს თავისი პოზიციების გამაგრება.

ისრაელმა ავიაბაზა აბუ-ედ-დუხური რვაჯერ დაბომბა. საუბარია იმ ბაზაზე, სადაც, სავარაუდოდ, თურქული ძალები უნდა განლაგებულიყვნენ. მომხდარს ანკარა არ აღიარებს.

მას შემდეგ, რაც სირიიდან რუსული ძალები გავიდნენ, სირია სულ უფრო სწრაფად ხდება რეგიონის ორი ძლიერი ქვეყნის თურქეთისა და ისრაელის დაპირისპირების არენა. რეალურად, რა არის სირიაში თურქეთსა და ისრაელს შორის დაპირისპირები მიზეზი?

- სირიაში თურქეთ-ისრაელის დაპირისპირება ასადის შემდგომი სახელმწიფოს სტრატეგიული ორიენტაციას ეფუძნება. თურქეთი ცდილობს დამასკოში ახალი ხელისუფლების მთავარი უსაფრთხოების პარტნიორი გახდეს, სირიის არმიის გადამზადებაში მიიღოს მონაწილეობა, ჩრდილოეთ საზღვარზე ქურთული შეიარაღებული ნაწილები შეაკავოს და ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური წესრიგის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი, რომელიც ანკარის გავლენას გაზრდის.

თურქეთი ცდილობს დამასკოში ახალი ხელისუფლების მთავარი უსაფრთხოების პარტნიორი გახდეს, სირიის არმიის გადამზადებაში მიიღოს მონაწილეობა, ჩრდილოეთ საზღვარზე ქურთული შეიარაღებული ნაწილები შეაკავოს და ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური წესრიგის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი, რომელიც ანკარის გავლენას გაზრდის

ამის საპირისპიროდ ისრაელი მიიჩნევს, რომ თურქეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა – რადარები, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია და სადაზვერვო შესაძლებლობები – სირიაში მის მოქმედების თავისუფლებას შეზღუდავს და ჩრდილოეთიდან ახალი ძლიერი მოწინააღმდეგის გამოჩენას შეუწყობს ხელს.

ისრაელის სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში ეფუძნება იდეას, რომ რეგიონში არ უნდა არსებობდეს ძლიერი ისლამური ქვეყანა. სადამ ჰუსეინის ერაყი, ლიბია, სირია თუ ირანი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელთაც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ლიდერობა სურდათ და ვისაც ისრაელი დაუპირისპირდა. დღეს ისრაელი ასეთ მოწინააღდეგედ უკვე თურქეთს მოიაზრებს.

ისრაელის სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში ეფუძნება იდეას, რომ რეგიონში არ უნდა არსებობდეს ძლიერი ისლამური ქვეყანა... დღეს ისრაელი ასეთ მოწინააღდეგედ უკვე თურქეთს მოიაზრებს

- რუსეთმა და სირიამ ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დამასკომ სრულად დაიბრუნა კონტროლი რუსულ სამხედრო ბაზებზე ტარტუსსა და ჰმეიმში.

სირიული გამოცემის ცნობით, სამხედრო ბაზებსა და ობიექტებთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ, გადახედონ მათ ფუნქციებს ისე, რომ ისინი სამხედრო ბაზებიდან ერთობლივ სასწავლო ცენტრებად გარდაიქმნან.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეთანხმებ წელიწადნახევრიანი ინტენსიური მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგია.

დოკუმენტის შესაბამისად, გარდაქმნების დასრულებისთვის არაუმეტეს სამი თვეა განსაზღვრული, რის შემდეგაც ახალი შეთანხმებები ძალაში უნდა შევიდეს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიღწეული შეთანხმება მოსკოვსა და დამასკოს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს ხსნის. შეიძლება ითქვას, რომ სირიის ახალი ხელისუფლება ცდილობს იყოს დისტანცირებული როგორც თურქეთისაგან, ისე ისრაელისგან?

სირიასა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის გავლენისთვის ახლო აღმოსავლეთში?

- რუსეთ-სირიის ახალი მემორანდუმი სირიაში მოსკოვის გავლენის შემცირებას მოასწავებს. ასადის მმართველობისას ტარტუსი და ჰმეიმიმი სრულად რუსეთის სამხედრო გავლენის ქვეშ იყო. სირიასა და რუსეთს შორის ხელმოწერილი ახალი შეთანხმებით დამასკო სირიაში რუსულ ბაზებზე კონტროლს იბრუნებს. აღნიშნული რუსეთისთვის ძველი პრივილეგირებული სტატუსის დასასრულია.

სირიასა და რუსეთს შორის ხელმოწერილი ახალი შეთანხმებით დამასკო სირიაში რუსულ ბაზებზე კონტროლს იბრუნებს. აღნიშნული რუსეთისთვის ძველი პრივილეგირებული სტატუსის დასასრულია

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისთვის ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-ლოგისტიკური წვდომის შენარჩუნებისთვის, შესაძლოა, საკმარისი იყოს, რადგან მინიმალური რაოდენობით რუსი სამხედროები მაინც დარჩებიან სირიის ბაზებზე.

დიდი ალბათობით, ეს სამხედროები რუსეთიდან აფრიკამდე მიმავალ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს მოემსახურებიან, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, სირიის სამხედრო ბაზები გამოიყენონ.

სირიიდან რუსების გასვლა ქვეყნის ახალ ხელისუფლებას არ აწყობს, რადგან სირია ცდილობს, თურქეთთან და ისრაელთან ურთიერთობაში ბალანსი დაიჭიროს. მოსკოვი ერთგვარ დამბალანსებელს წარმოადგენს და სირიის მრავალვექტორულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ამას ემატება ისიც, რომ სირიას ესაჭიროება ინვესტიციები და სამხედრო თანამშრომლობა თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. მოსკოვს შეუძლია, ამაში გარკვეული როლი შეასრულოს. შესაბამისად, მოსკოვსა და დამასკოს შორის შეთანხმება სირიაში რუსეთის როლის გადახალისებას ნიშნავს: რუსეთი სამხედრო მფარველიდან სირიის მხოლოდ ერთ-ერთ პარტნიორად გადაიქცა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია