თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა შეხვედრას მასპინძლობს

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა თემაზე „თაღლითობისა და რისკების შეფასება“ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. რეგიონული მასშტაბის სამუშაო შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობის ფარგლებში იმართება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორდღიან შეხვედრას ბრიტანელი ექსპერტები უძღვებიან, რომლებიც ქართველ და სომეხ კოლეგებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში თაღლითობასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოცდილებას უზიარებენ.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს თაღლითობისა და რისკების შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გათვალისწინებული და გამოყენებული იქნება.

შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო, მენეჯერულ და არამენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირები მონაწილეობენ. მათ თაღლითობისა და რისკების შეფასების შესახებ თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, სინდიკატებად მუშაობისა და პრაქტიკული სიმულაციური სამუშაოების შესრულების შესაძლებლობაც აქვთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა