ეკა ბესელია - შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძეს ვაკისრებ

შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძეს ვაკისრებ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის ავტორიტეტი და სანდოობა მაღალი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

„კობახიძემ მარტო ჩვენთან დაკავშირებით კი არ უნდა გამოიჩინოს ასეთი პერსონალური, არაფრისმთქმელი მკაცრი და სუბიექტური მიდგომები, არამედ პრინციპულ საკითხებზე უარის თქმა უნდა იცოდეს, როცა საქმე პარლამენტს, სასამართლოს, მოსამართლეების არჩევას და მოსამართლეთა ჯგუფის კაპრიზების დაკმაყოფილებას ეხება”, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია დღის წესრიგში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგეს, ბესელიამ განაცხადა, რომ ახლა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესთან დაკავშირებით კანონპროექტებზე ფიქრობს, კობახიძეზე საფიქრალად მას ცოტა დრო რჩება, მაგრამ “ამის დროც მოვა“.

იხილეთ ვიდეო: უმრავლესობიდან გასული დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს უპირისპირდებიან

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა