ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, პრეზენტაციაზე კერძო სექტორისთვის საინტერესო საკითხები გაჟღერდა.

„დღევანდელი პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო, იმედი გვაქვს, რომ აქ ნახსენები სტრატეგიის მიხედვით მოხდება ტურიზმის განვითარება. სტრატეგიის ნაწილში სწორი პოზიცია გამოიკვეთა. ვიმედოვნებ, ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას შეძლებს და ტურიზმის სექტორის თხოვნებს გაითვალისწინებს", - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრა შეაფასა ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმაც.

„ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც ტურიზმის ადმინისტრაციასთან კერძო სექტორის თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის. ტურიზმის სფეროში როგორც იცით პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ პრობლემებს და სწორედ ჩვენ უნდა მოვიტანოთ ტურიზმის ადმინისტრაციამდე ყველა ის აქტუალური თემა, რაც მოსაგვარებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარდება B2B პლათფორმა და მჭიდრო კავშირი გვექნება ტურიზმის ადმინისტრაციასთან“, - აღნიშნა მან.

მომსახურების სფეროში დაგეგმილი პროგრამების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს გიდი ქეთევან ახობაძე.

„სერვისისთვის აუცილებელია პროფესიული განათლება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გიდების სფეროში. შეხვედრაზე ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხი გაჟღერდა. გამოვყოფდი ტურიზმის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულ მუშობას, რომელიც მოიცავს გიდებისთვის მოკლევადიანი ტრენინგების ჩატარებას, რომ ნებისმიერი ტურისტისთვის სწორად იქნას მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, ოკუპაციის და რუკების შესახებ. ჩვენ ერთნარად უნდა მივიტანოთ ტურისტებამდე ყველა ეს შეტყობინება. როგორც იცით, გიდი არის არაფორმალური ელჩი, მან უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ყველა იმ ტურისტს, რომელიც საქართველოში ჩამოდის“ , - განაცხადა მან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას 350-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა