თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „გენდერული თანასწორობა საქართველოში: არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები“

ბელგიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში - „გენდერული თანასწორობა საქართველოში: არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ევროკავშირში საქართველოს მისიამ უმასპინძლა.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თამარ ხულორდავასთან, საქართველოს ელჩთან ბელგიის სამეფოში, ნატალი საბანაძესთან და ევროპარლამენტარ, კლერ მუდისთან ერთად, საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

თამარ ჩუგოშვილმა და თამარ ხულორდავამ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე: ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სტრატეგია, ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმები. ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ კი ისაუბრა გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოს პროგრესსა და ევროკავშირში არსებულ მდგომარეობაზე.

ღონისძიებას დაესწრნენ ევროკავშირის ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა