ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა

დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა.

ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მათ მიიღეს ზვიად კვაჭანტირაძის მიმართვა უმრავლესობიდან და ფრაქციიდან გასვლის თაობაზე, რაც გათვალისწინებულია და ბიუროს უახლოეს სხდომაზე ეცნობება.

მისივე თქმით, ამის თანმდევი პროცესი იქნება ზვიად კვაჭანტირაძის გადარჩევა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, რადგან ის პარლამენტმა აღნიშნულ პოსტზე უმრავლესობის წარდგენით აირჩია.

„უმრავლესობიდან და ფრაქციიდან გასვლის მიზეზებზე თავად ზვიად კვაჭანტირაძე საუბრობს. ამის მიზეზი არის ის ანტიკონსტიტუციური კანონი, რასაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა