მარიამ ქვრივიშვილი საკონვენციო ბიუროს წევრებს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) კუთხით წამყვან კომპანიებს წარმოადგენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრას 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, საქართველოში არსებული უმსხვილესი სასტუმროების და ტურისტული სააგენტოების მენეჯერები და თანამშრომლები.

შეხვედრაზე საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის განსახორციელებელი აქტივობები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, საუბარი შეეხო სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით.

„საქმიანი ტურიზმის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენ შევხვდით საკონვეციო ბიუროს წევრებს. ვისაუბრეთ 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა საკონვენციო ბიუროს გაძლიერების კუთხით. შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს მათი როლი საქმიანი ტურიზმის განვითარების პროცესში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა