ანონსი 28 თებერვალი

28 თებერვალს, 10:00 საათზე, „ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციას გამართავენ, სადაც მუშებს შეხვდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი.

მის.: გურამიშვილის ქ. #84 (ელვამშენებელი ქარხნის ადმინისტრაციული შენობა)

საკონტაქტო პირი ილია ლეჟავა - 574332222

28 თებერვალს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება, რომელსაც სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგები, ილიაუნის სამედიცინო მიმართულების პროფესორები და ლექტორები ჩაატარებენ.

საკონტაქტო პირი კობა შანავა - 592860404

28 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ციტრუსში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი Airbnb-ის გვერდზე რეგისტრირებული ბინების მესაკუთრეებს შეხვდება.

მის.: 9 აპრილის ქ. #3, პარლამენტის უკან

28 თებერვალს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სკაიპ- პრესკონფერენციას გამართავს და განცხადებას გააკეთებს.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

28 თებერვალს, 10:50 საათზე, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი ანაკლიის სასწავლო ცენტრს გახსნიან და საგრანტო პროგრამას გამოაცხადებენ.

მის.: ანაკლია, სასტუმრო „პალმ ბიჩი“

28 თებერვალს, 11:00 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, იმუნილოგი გიორგი კამკამიძე და ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ტუბერკულოზის მკურნალობის უახლესი მეთოდი საქართველოში.

მის.: ნ. ბოხუას ქ. #6

28 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ.

28 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ჟ.შარტავას ქ.N7

28 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ურბანისტი ელენა დარჯანია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 1-2 მარტს თბილისში ქალაქგეგმარების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

28 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2019 წლის იანვარი.

მის.: დადიანის ქ. #30

28 თებერვალს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

28 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ რადიკალური სასამართლო რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს.

28 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა: საპენსიო რეფორმა საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

28 თებერვალს, 11:30 საათზე, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს და პარლამენტს მიმართავს.

თემა: ე.წ. "კანონიერი ქურდების" დევნა და კანონები, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანებს აიძულებს ქვეყანა დატოვონ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

28 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ქორეოგრაფიული ანსამბლის „სამას“ სამხატვრო ხელმძღვანელი ნათია ალფაიძე, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მემკვიდრეობას“ დირექტორი მათე ტაკიძე და „არტ-ფესტ ჯორჯიას“ პრეზიდენტი ნინო ჭუმბურიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“ ჰოლივუდში, „მსოფლიო ვარსკვლავის“ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

28 თებერვლს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია იაპონიის ელჩის, ტადაჰარუ უეჰარას სპეციალური მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ოთხი პროექტის ხელმოწერის ცერემონიაში.

მის.: გაზაფხულის ქ.N16, იაპონიის ელჩის რეზიდენცია.

28 თებერვალს, 12:30 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: ტექდათვალიერება

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

28 თებერვალს, 12:30 საათზე, სასტუმრო „ციტრუსში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურისტულ გიდებს შეხვდება.

28 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი-ინში“, საავტორო უფლებების ასოციაციის წარმომადგენელი გიგა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს.

28 თებერვალს, 13:00 საათზე, ქალაქ თელავში, 9 აპრილის მემორიალთან, "ქართული დასის" ორგანიზებით, „მიგრანტთა პაქტის” წინააღმდეგ საინფორმაციო აქცია გაიმართება.

მის.: თელავი, 9 აპრილის მემორიალი

საკონტაქტო პირი: 599477445 – მაია.

28 თებერვალს, 13:00 საათზე, რუსული საფრთხის შესახებ საავტორო უფლებათა ასოციაციის და ასოციაციის წევრი ავტორების პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: “ჰოლიდეი ინი”, მეორე სართული.

28 თებერვალს, 13:00 საათზე, ქალაქ თელავში, 9 აპრილის მემორიალთან, "ქართული დასის" ორგანიზებით, „მიგრანტთა პაქტის” წინააღმდეგ საინფორმაციო აქცია გაიმართება.

მის.: თელავი, 9 აპრილის მემორიალი

საკონტაქტო პირი: 599477445 – მაია.

28 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება კონფერენცია, თემაზე „ელიავას ბაზრობიდან რეგიონულ მოლამდე“, სადაც ტერიტორიის მესაკუთრეები ფართო საზოგადოებას წარუდგენენ თავის ხედვას ამ ტერიტორიის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. კონფერენციას დაესწრებიან მერიის წარმომადგენლები.

მის.: თავისუფლების მოედანი N4

საკონტაქტო პირი თეა ჩუბინიძე - 599 422422

28 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ევროპის აუდიტის ოფისისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს პარლამენტი, C კორპუსი, 515 ოთახი.

28 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება ასოციაცია „ანიკას“ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამის“ შუალედური პრეზენტაცია.

მის.: რუსთაველის გამზ. #13

საკონტაქტო პირი თამთა ნიკოლაძე - 598 12 58 48

28 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმროში „ბილტმორი“ გაიმართება შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის, საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის. შეხვედრის მიზანია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობების წარდგენა და ასევე შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული საზოგადოების ურთიერთთნამშრომლობის გაცნობა.

საკონტაქტო პირი ანუკი ტალახაძე - 555 50 00 88

28 თებერვალს, 15:00 საათზე „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) წევრი კომპანიების წლიური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მასიეჟ ცურა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე დაესწრებიან.

თემა: EUGBC-ისა და გროს ენერჯი ჯგუფის მიერ 2018 წლის დასაწყისში ინიცირებული „ევროკავშირ-საქართველოს გადამცემი ხაზის“ პროექტი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში.

მის.: რუსთაველის გამზ. #13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“

საკონტაქტო პირი ლელა გოგოლაძე - 598668806

28 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფში თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა გაიმართება.

პარლამენტი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).

28 თებერვლს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 თებერვალს, 15:45 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სენფორდის სახელმძღვანელოს „ანტიმიკრობული თერაპია” პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება.

მის.: კახეთის გზატკეცილი #99

საკონტაქტო პირები: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70; ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

28 თებერვლს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 თებერვალს, 20:00 საათზე, „ფაბრიკაში“ ღონისძიების Fuckup Nights ფარგლებში Fuckup Book-ის ქართული გამოცემის წარდგენა გაიმართება.

მის.: ეგნატე ნინოშვილის #8

საკონტაქტო პირი თათია ტურაშვილი - 557 261483