სალომე ზურაბიშვილი მეჰრიბან ალიევას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ვიცეპრეზიდენტს მეჰრიბან ალიევას შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას განიხილეს „იუნესკოს“ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივები.

პრეზიდენტის თქმით, ქართული ტოლერანტობა საერთო კავკასიური ხასიათია. “ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოსთვის, რადგან ეს არის ის ღირებულება, რომელიც მსოფლიოს აკლია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ვიცეპრეზიდენტთან მეჰრიბან ალიევასთან, ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში კულტურული ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საჭიროებაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირადადაა დაინტერესებული ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებით, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენი ხალხები უკეთესად უნდა იცნობდნენ ერთმანეთის კულტურას და ისტორიას.

ივნისში პირდაპირი ფრენები იხსნება ბაქო-ბათუმის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებასა და გაღრმავებას. ივნისშივე ბათუმში იგეგმება აზერბაიჯანის კულტურის დღეები და დღესვე გამოითქვა ინიციატივა, რომ კულტურის დღეები თბილისშიც გაიმართოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა