ვარშავაში საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესია გაიხსნა

ვარშავაში საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესია გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა და სენატის მარშალმა მიმართეს. ირაკლი კობახიძემ, მარეკ კუხჩინსკიმ და სტანისლავ კარჩევსკიმ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

დღევანდელ სესიაზე განხილვის მთავარ თემას ქართულ-პოლონური ურთიერთობები - საერთო ისტორია და გამოცდილება წარმოადგენდა. ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა, მარია კოცმა და გიორგი ვოლსკიმ ხაზი გაუსვეს ახლად ჩამოყალიბებული ასამბლეის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერების მიმართულებით.

სესიაზე მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სესიის მეორე სამუშაო დღე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმობა.

საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი - გიორგი ვოლსკი, დელეგაციის წევრები: გელა სამხარაული, ნინო გოგუაძე, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ლომია და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფიო ქაცარავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა