3 მარტს ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართება

ხელოვანთა კავშირ კონცეპტArt -ის ორგანიზებით, 3 მარტს, დედის დღეს, ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართება. პროექტი, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება ასევე მოიცავს პიანისტის ახალი ალბომის „Pregnancy Music“ პრეზენტაციას. სასტუმრო "თბილისი რუმსის" Garden Hall-ში შეკრებილი მსმენელისთვის შესრულდება ბახის, შუბერტის, ჰენდელის, მოცარტის, შუმანის, შოპენისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კონცერტის ორგანიზატორებმა აცნობეს, დედის დღეს, ვალერიან შიუკაშვილი საქართველოში ახალ პროგრამას პირველად შეასრულებს, მანამდე ქართველი პიანისტი კონცერტს 1 მარტს ფლორენციაში, დუომოს ცენტრში გამართავს მედიჩების შთამომავლის პაულო დელ ბიანკოს მიწვევით და საერთაშორისო საქველმოქმედო აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

„3 მარტს შევასრულებ სრულიად ახალ რეპერტუარს, 1 მარტს ვუკრავ ფლორენციაში და მეორე დღეს ჩამოვდივარ საქართველოში, შესრულება უნდა იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი, ლამაზი და ამავე დროს უნდა მოახერხო არტისტობა, პიანისტებიც ხომ არტისტები ვართ, უბრალოდ, ჩვენ ვსაუბრობთ თითებით, ბგერებით. თუ ბგერა არ საუბრობს და შენ არ შეგიძლია გადმოსცე ის, რისი თქმაც გინდა, მაშინ შენი, როგორც არტისტის ფასი ნულია. მე არ მიყვარს პიანისტები, რომლებსაც თითი უსწრებთ აზროვნებას. ამას რასტრაპოვიჩი მასწავლიდა. რამოდენიმე გაკვეთილი ჩამიტარა, ის ჩელოზე საუბრობდა, თუმცა ზუსტ გეზს მაძლევდა“, -აცხადებს ვალერიან შიუკაშვილი.

პროექტის მხარდამჭერია ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი ACT. საინფორმაციო მხარდამჭერები არიან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, საინფორმაციო პორტალი AT.GE, ჰოლდინგი „ფორტუნა“, ამბები.ჯი, „მედია პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08.ხელოვანთა კავშირის გენერალური პარტნიორები არიან - „სინერჯი“ და კომპანია „აირზენა“.

კონცერტის ბილეთები იყიდება tkt.ge-ზე, საღამო 20:00 საათზე დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა